თბილისის „ლოკომოტივისთვის“ დანავსული პერიოდი ეროვნული ლიგის მე-13 ტურში დასრულდა. რკინიგზელებმა როგორც იქნა მოუგებელი სერია და უფრო მეტიც, ბოლო 4 თამაშიდან 3 წაგების შემდეგ, პირველი გამარჯვება იზეიმეს.
შეგახსენებთ, „ლოკომოტივს“ მთელი მეორე წრის გამართვა მთავარი მწვრთნელის, გია ჭიაბრიშვილის გარეშე მოუწევს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა 10 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
თბილისელებისთვის ეს გამარჯვება ფსიქოლოგიურად ძალზედ საჭირო და მნიშვნელოვანი იყო. მოგებით კი „ლოკომოტივმა“ სტუმრად ქობულეთის „შუქურას“ მინიმალური ანგარიშით – 1:0 სძლია.
მატჩის მიმდინარეობას ისეთი პირი უჩანდა, რომ „ლოკომოტივი“ კვლავ მოგების გარეშე დარჩებოდა, თუმცა მხსნელად მაროკოელი ლეგიონერი ომარი მოევლინათ, რომელმაც 92-ე წუთზე გაიტანა და თავის გუნდს 3 ქულა მოუპოვა.
ამ გამარჯვებით „ლოკომოტივი“ 18 ქულით მე-5 ადგილზე დამკვიდრდა.





