როგორც ამბობენ, მსოფლიოს მასშტაბით საფეხბურთო კლუბ „ლივერპულს“ 100 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს. მერსისაიდელებს უამრავი ქომაგი საქართველოშიც ჰყავს, რომლებიც ალბათ თავიანთი საყვარელი გუნდის წარმატებისთვის ან ხმაურინი ტრანსფერისთვის მცირე თანხით საკუთარი ჯიბითაც შეეწევიან.
ყოველშემთხვევაში ასე ფიქრობს „ლივერპულის“ ორი თავგადაკლული ქომაგი, რომლებმაც წამოიწყეს მოძრაობა GoFundMe. უფრო დეტალურად და გასაგებ ენაზე რომ ვთქათ, მათ ბანკში ანგარიში გახსნეს, სადაც „ლივერპულის“ ნებისმიერ ქომაგს შეეძლება თანხა ჩარიცხოს. ფულის შეგროვების მთავარი მოტივი კილიან მბაპეს შეძენაა.
22 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის სატრანსფერო ღირებულება 180 მილიონი ევროა. „ლივერპულის“ გულშემატკივრები კი ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 290 მილიონის შეგროვებას შეძლებენ და გუნდს გადასცემენ, რათა ამ ზაფხულს მბაპე ლივერპულელთა წევრი გახდეს.
„ლივერპულის ფინანსური შესაძლებლობა ამ ტრანსფერს ვერ გაწვდება. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, რომ ეს საქმე ჩვენ თავზე ავიღოთ. ლივერპულს 100 მილიონზე მეტი ქომაგი ჰყავს. მოდით შოკში ჩავაგდოთ საფეხბურთო სამყარო. ამისთვის თითო გულშემატკივრისგან მხოლოდ 2,5 ფუნტი იქნება საჭირო და სოლიდური თანხაც შეგვიგროვდება. შემდეგ კი ჩვენი გუნდის ხელმძღვანელებს უკვე თამამად შეეძლებათ კილიან მბაპესთან მოლაპარაკებები დაიწყონ. მოდით გავერთიანდეთ და გავხდეთ პირველი გუნდი, რომელიც გულშემატკივერბის დახმარებით ტრანსფერს განახორციელებს“ – ამბობენ „ლივერპულის გულშემატკივრები.








