24 თებერვალს პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, რამაც მთელი მსოფლიოს აღშფოთება და დიდი სანქციები გამოიწვია.
უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ისაუბრა.
“54 წლის ვარ და ეს ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეუძლია ერთ კაცს მთელი მსოფლიო ასეთ მდგომარეობაში ჩააგდოს.
ჩვენ უნდა გამოვხატოთ სოლიდარობა და როგორც ჩანს, ამას ვაკეთებთ. როგორც ჩანს, ჩვენ ვერ შევაჩერებთ პუტინს, მაგრამ მაინც შეგვიძლია მას იმაზე მეტი პრობლემები შევუქმნათ, ვიდრე ის მოელოდა. შესაძლოა ეს უკრაინაში ხალხს ეხმარება”, – განაცხადა კლოპმა.








