ყაზანის რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ, გუნდის 20 წლის ქართველ ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე ისაუბრა.
„ყოველთვის რთულია კატეგორიულად ისაუბრო, თუ რა და როგორ იქნება.
პირდაპირ გეტყვით: კვარაცხელიას სეზონის ბოლომდე თამაშის შანსი აქვს”, – თქვა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ ურალთან მატჩში კვარაცხელიამ ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ის რამდენიმე კვირას გამოტოვებდა.








