გერმანიის ნაკრების 26 წლის შუახაზელმა ლეონ გორეცკამ მიუნხენის “ბაიერნთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. გერმანულმა კლუბმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
გამოცდილი ნახევარმცველი რეკორდმაისტერს 2018 წელს “შალკედან” შეუერთდა.
26 წლის ფეხბურთელმა კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, 3 ბუნდესლიგა, 2 გერმანიის თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ევროპის სუპერთასი და 2 გერმანიის სუპერთასი მოიგო.
😍#LG2026 #MiaSanMia pic.twitter.com/UAJXkQSi9r
— FC Bayern English (@FCBayernEN) September 16, 2021





