ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელმა ვლადიმერ დვალიშვილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმური კლუბის Facebook-გვერდმა დაადასტურა.
მათივე ინფორმაციით, დვალიშვილი ამავე კლუბში სპორტული დირექტორის თანამდებობას დაიკავებს.
34 წლის ვეტერანი ფეხბურთელი სხვადასხვა წლების განმავლობაში თბილისის დინამოს, რუსთავის ოლიმპის, სკონტოს, მაკაბი ხაიფას, ვარშავის პოლონიას, ვარშავის ლეგიას, ოდენსეს, და შჩეცინის პოგონის ღირსებას იცავდა, 2016 წლიდან კი ბათუმის დინამოს შემადგენლობაში ირიცხებოდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მან 34 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.





