რუსულმა გამოცემა sport.business-gazeta-მა ყაზანის “რუბინის” წარუმატებელ თამაშზე სტატია დაწერა და რა თქმა უნდა ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა.
ლეონიდ სლუცკის გუნდს რუსეთის პრემიერ ლიგაში 18 ტურის შემდეგ პლეი აუტის ზონასთან მხოლოდ 3 ქულა აშორებს.
“ხვიჩასგან ნაკლები საფრთხე მოდის და მეტოქეებს მარცხენა ფლანგზე მის გასანეიტრალებლად ყოველთვის სამი ფეხბურთელის დაყენება აღარ სჭირდებათ. შეიძლება ითქვას, გადაიღალა. ჩანდა, რომ კვარაცხელიას გარანტირებული ჰქონდა ტოპ ჩემპიონატში გადასვლა და მხოლოდ არჩევანის გაკეთება რჩებოდა. ამის მიუხედავად რუბინს ტრანსფერზე არცერთი ოფიციალური წინადადება არ მიუღია. ის შარშანდელთან შედარებით ცუდად თამაშობს, მაგრამ ეს იმიტომ არ ხდება, რომ მას თამაში არ უნდა. რაღაც უბრალოდ არ გამოდის, სადღაც ფიზიკური მდგომარეობით ზარალდება, სადღაც ფსიქოლოგიური.
კვარაცხელია 2021 წლის გაზაფხულზე საკუთარ თავზე ძლიერად გამოიყურებოდა. 20 წლის ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მთავარი მოთამაშე იყო. ხვიჩამ და მისმა გუნდმა მუნდიალზე გასვლა ვერ შეძლეს, ამას ნამდვილად არც არავინ ელოდა, მაგრამ მან აჩვენა, რომ მაღალ დონეზე ბრწყინვალედ თამაში შეუძლია. ახლა რჩება რუბინში სტაბილურად თამაში, შემდეგ კი კლუბს გულუხვი მყიდველი აუცილებლად მიმართავს”, – წერს გამოცემა.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგის 17 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.





