ჰენრიხ მხითარიანი მარადიულ ქალაქში რჩება. „რომას“ ბოსები სომეხი ფეხბურთელის გარჯით კმაყოფილები არიან და მისი დატოვება გადაწყვიტეს. ამის შესახებ ცნობას წამყვანი იტალიური გამოცემები ავრცელებენ.
როგორც Sky Sport Italia იუწყება, „რომას“ სპორტულმა დირექტორმა ტიაგო პინტუმ ფეხბურთელის აგენტებთან და თავად მხითარიანთანაც დასკვნიში მოლაპარაკება უკვე გამართა და მათაც ხელი ხელს დაჰკრეს.
ჰენრიხ მხითარიანი, რომელიც „ჯოლოროსის“ რიგებს რამდენიმე წელია იცავს, „რომაში“ 2022 წლამდე დარჩება. მისი წლიური ანაზღაურება 4,5 მილიონი ევრო იქნება.
მიმდინარე სეზონში, ჰენრიხ მხითარიანს იტალიის ჩემპიონატის არცერთი მატჩი არ გამოუტოვებია, 17-ვე ტურში მოედანზე იყო და 8 გოლიც გაიტანა.





