საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის 20 წლის ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის განახლებული სეზონის პირველივე მატჩი ბრწყინვალედ ჩაატარა.
ხვიჩას ანგარიშზე საგოლე გადაცემაა, რომელიც სერბ ფორვარდ ჯორჯე დესპოტოვიჩს მოსკოვის სპარტაკის კარში გაატანინა.
90-ე წუთზე ხვიჩამ სპარტაკის მცველები ტექნიკურად ჩამოიშორა და დაარტყა, მაქსიმენკომ ძალიან უხეიროდ მოიგერია და დესპოტმა დუბლის შესრულება მოახერხა.
ახალგაზრდა ქართველი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო, ამწვავებდა შეტევას, ეხმარებოდა დაცვას და ფაქტობრივად მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში შეგვეძლო მისი ნახვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ „კვარა“ დაასახელეს, რაც გულშემატკივრებში ეჭვს ნამდვილად არ უნდა იწვევდეს.
ამ გამარჯვებით ყაზანურმა გუნდმა 31 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.








