ხვიჩა კვარაცხელიამ, ტელეკომპანია იმედის გადაცემაში განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში “იუვენტუსში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ტურინულ გუნდში ხელმძღვანელობის ცვლილებამ მოლაპარაკებები ჩაშალა.
“მამუკა ჯუღელი ჩემი ოჯახის წევრია და მას ბოლომდე ვენდობი. ჩემი მოთხოვნაა, რომ ტრანსფერების შესახებ ბევრი ინფორმაციები არ მომაწოდოს და ამ თემებში დიდად არ ვიყო ჩართული. ჭკუა ვისწავლე, რადგან როცა აქტიურად ვიყავი ამ თემებში ჩართული, ამან ჩემზე ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედა.
როგორც მამუკასთან გავიგე, ყველაზე რეალური მოლაპარაკებები “იუვენტუსთან” იყო, მაგრამ იტალიურ გუნდში ხელმძღვანელობის ცვლილებამ მოლაპარაკებები ჩაშალა და შესაბამისად ვერც ტრანსფერი შედგა”, – განაცხადა კვარაცხელიამ.





