ესპანეთის ნაკრების 29 წლის ფეხბურთელმა ხერარდ მორენომ “ვილიარეალთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
კატალონიელ თავდამსხმელს ყვითლებთან ერთად რეკორდის მოხსნის შესაძლებლობა ექნება. მას “ვილიარელის” ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობამდე 1 გოლი აშორებს.
გამოცდილმა ფეხბურთელმა ესპანურ გუნდთან ერთად ევროპა ლიგა მოიგო, სადაც ტურნირის ბომბარდირის წოდებაც მოიპოვა. გასულ სეზონში 33 ჩატარებულ მატჩში 23 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
TAKE IT OFF! TAKE IT OFF! TAKE IT OFF! TAKE IT OFF!
𝗚𝗘𝗥𝗔𝗥𝗗 𝗦𝗜𝗚𝗡𝗦 𝗔 𝗡𝗘𝗪 𝗖𝗢𝗡𝗧𝗥𝗔𝗖𝗧 𝗨𝗡𝗧𝗜𝗟 2️⃣0️⃣2️⃣7️⃣!@GerardMoreno9 was behind the mask on Groguet #MaskSinger 🥳! pic.twitter.com/gcnoFxXVAh
— Villarreal CF English (@VillarrealCFen) August 9, 2021





