როგორც მოგეხსენებათ, ლოს ანჯელეს „კლიპერსის“ ფორვარდს კავაი ლენარდს „ნაგეთსთან“ მატჩში საშინელი ინცინდენტი მოუვიდა, როცა თანაგუნდელი სერჟ იბაკა იდაყვით შეეჯახა (121: 108).
კავაიმ დაზიანება პირის არესთან მიიღო და რვა ნაკერის დადება მოუწია. მას მატჩის დატოვება მოუწია და იმ დროისთვის 21 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა, 5 მოხსნა და 4 ჩაჭრა ჰქონდა.
„კლიპერსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტაირონ ლუმ კავაის ტრავმაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ ამაზე გასახდელში არ უსაუბრიათ (121: 108).
”გასახდელში არაფერი თქმულა. ვფიქრობ ასეთ დროს, როცა გუნდის ლიდერი დავკარგეთ, ეს ფუნქცია სხვამ უნდა იკისროს.
ჩვენ ვიცით, რამდენად კარგია კავაი. ჩვენ იმ განწყობით უნდა ვიყოთ, რომ თუ ვინმე დაშავდა, ვინმე სხვას შეეძოს მისი ადგილის დაკავება”, – განაცხადა ლუმ.





