როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში მარიამ ბოლქვაძემ მეტად გამოცდილი უკრაინელი ჩოგბურთელი კატერინა ბონდარენკო დაამარცხა. სამწუხაროდ, ქართველმა ჩოგბურთელმა შემდეგ რუს ვერა ზვონარევასთან წააგო, თუმცა ბონდარენკოსთან გამარჯვება, რომელიც ერთ დროს მსოფლიოს 29-ე ჩოგანი იყო ნამდვილად აქტივში უნდა ჩავუწეროთ.
უკრაინულმა მედიამ კატერინა ბონდარენკოსთან ვრცელი ინტერვიუ აიღო, თუმცა ჩვენ ყურადღებას იმ ამონარიდზე შევაჩერებთ, სადაც უკრაინელი ჩოგბურთელი უშუალოდ მარიამ ბოლქვაძესთან დაპირისპირებაზე საუბრობს.
-ისე ვერ ვითამაშე როგორც შემიძლია. თითქოს კორტზე თავდაჯერება მაკლდა. აუცილებლად უნდა შევაქო მარიამ ბოლქვაძე. მთელი მატჩის მანძილზე მას ჩემთვის არცერთი საჩუქარი არ გაუკეთებია.
-მატჩამდე რაიმე კონკრეტული გეგმა გქონდათ თუ მეტოქე უშუალოდ კორტზე გაიცანით?
-სამწუხაროდ, არანაირი გეგმა არ მქონია, რაც თავისთავად არასწორია. მატჩის მიმდინარეობისას ვცდილობდი მეტოქე შემესწავლა. მაგალითად, დავაფიქსირე, რომ მას ორი ხელით ხაზის გასწვრივ მთელი მატჩის მანძილზე არ დაურტყამს.
-ისე მოხდა, რომ 2021 წლის როლან გაროსის გათამაშება თქვენი მატჩით გაიხსნა, რადგან პირველი შეხვედით კორტზე. რატომ მოხდა, რომ 6-7 წუთის მანძილზე მარტო ხურდებოდით და მეტოქე არ ჩანდა?
-ის ალბათ თამაშამდე საპირფარეშოში შევიდა. დავინახე კორტს როგორ უახლოვდებოდა, თუმცა შემდეგ ცოტათი შეაგვიანდა.
-იცოდით, რომ სერგეი სტახოვსკისთვის ეს 61-ე დიდი სლემის გათამაშება იქნება?
-დიახ, ვიცოდი, მაგრამ არ მიკვირს. მას ხომ ორჯერ არ უმშობიარია.







