მართალია, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა, თუმცა „მანჩესტერ სიტიმ“ პირველი ოფიციალური შენაძენით თავისი ქომაგები უკვე გაახარა.
მანჩესტერულმა გრანდმა 17 წლის ბრაზილიელი ფორვარდი კაიკი გაიფორმა. ახალგაზრდა ფეხბურთელი „ქალაქელებმა“ ბრაზილიური „ფლიმინენსედან“ გადმოიბირეს.
„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ფლუმინენსესთან მოლაპარაკებებმა ნაყოფიერად ჩაიარა და მომავალი სეზონიდან ჩვენ გუნდს ნიჭიერი ფორვარდი კაიკი შეემატება. ის მიმდინარე სეზონს თავის გუნდში ჩაამთავრებს, შემდეგ კი უკვე ჩვენ შემოგვიერთდება“ – ნათქვამია „მანჩესტერ სიტის“ ტვიტერზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.
მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა თავდამსხმელმა „ფლუმინენსეს“ რიგებში 8 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
კაიკის ღირებულება მხოლოდ 2 მილიონი ევროა და „მანჩესტერ სიტიმაც“ ის სწორედ ამ ფასად შეიძინა.





