“აპოელ-მა”, რომელიც ახალი სეზონისთვის ემზადება, მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. “აპოელი” ათენის “პანათინაიკოსს” დაუპირისპირდა. კვიპროსული კლუბის შემადგენლობაში მხოლოდ ქვილითაიამ და დაუშვილმა ითამაშეს. ოქრიაშვილმა მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.
ქვილითაიაც და დაუშვილიც “აპოელ-ის” სასტარტო 11-ეულში იყვნენ. გიორგიმ 88-ე წუთამდე ითამაშა, ბუბა კი 62-ზე შეცვალეს. მატჩის შემდეგ კვიპროსულმა მედიამ დაუშვილის თამაში განსაკუთრებულად გამოარჩია.
“აპოელ-მა” ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში მეშვიდე ამხანაგური შეხვედრა “პანათინაიკოსთან’ ჩაატარა. ზედიზედ მეორე სპარინგია, დაუშვილი მოედნის ცენტრში ამტკიცებს, რომ სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც “აპოელს” ბოლო ორ წელიწადში აკლდა. ის გამუდმებით მოძრაობს, ბურთით თუ უბურთოდ. შლის მოწინააღმდეგის შეტევებს, თანაგუნდელებს კი ეხმარება დაცვაშიც და იერიშის წამოწყებაშიც. სავარაუდოდ, ქართველი ფეხბურთელი “აპოელ-ის” სასტარტო შემადგენლობაში იქნება ჩემპიონატის პირველ მატჩში “პაფოსთან”, – წერს კვიპროსული sportime.





