ეროვნული ლიგის მე-15 ტური გათამაშების აუტსაიდერის „სამტრედიის“ და ყოჩაღი „სამგურალის“ დაპირისპირებით დასრულდა.
სოსო ფრუიძის გუნდმა უკვე მოახერხა რამდენიმე სენსაციური და ხმაურიანი გამარჯვებების მოპოვება და ახლაც წყვილის ფავორიტად ითვლებოდა.
მართალია, საუბარი გამოკვეთილ ფავორიტობაზე არ ყოფილა, რადგან წყალტუბოელებიც თავად უმაღლესი ლიგის დებიუტანტები არიან, თუმცა სპეციალისტები უპირატესობას მათ ანიჭებდნენ და ფრუიძის შეგირდებმაც ქომაგების იმედები გაამართლეს.
მატჩი მართლაც თვალსასეირო სანახავი და რაც მთავარია უხვგოლიანი გამოდგა. დაძაბულ ბრძოლაში კი ბოლო წუთებზე „სამგურალმა“ სამტრიდიელებს გამარჯვება მაინც გამოგლიჯა.
სტუმართაგან დუბლით გამოირჩა ვეტერანი ფეხბურთელი გრიგოლ დოლიძე, მასპინძელთაგან კი გოლები ილურიძემ და ფრუიძემ გაიტანეს. გამარჯვების გოლი კი 87-ე წუთზე ბუხაიძემ გაიტანა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
გია ცეცაძის გაწრთვნილი „სამტრედია“ 9 ქულით ისევ გასავარდნ ზონაშია, ხოლო „სამგურალი“ 22 ქულით მე-6 ადგილზე.
ეროვნულ ლიგაში 10 ივნისამდე შესვენება გამოცხადდა, რადგან წინ სანაკრებო პაუზა და ჯვაროსნების ორი ამხანაგური მატჩია.





