275 მატჩი და 184 გოლი. ასეთია სერხიო აგუეროს მონაგარი „მანჩესტერ სიტის“ მაისურით. თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი „ქალაქელებს“ ემშვიდობება. სიმბოლურია, რომ წასვლაც მაჟორული გამოუვიდა.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი ბოლო ტურში მანჩესტერულმა გრანდმა საკუთარ მოედანზე „ევერტონი“ მიიღო და 5:0 გაანადგურა. აგუერო მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და დუბლიც გაიფორმა, რითიც უიეინ რუნის რეკორდი მოხსნა. საუბარია პრემიერლიგაში ერთი გუნდის შემადგენლობაში გატანილი გოლების რაოდენობაზე.
თავის შეგირდს ემოციურად დაემშვიდობა პეპ გვარდიოლა. „სიტის“ თავკაცმა „ევერტონთან“ მატჩის შემდეგ არგენტინელ ფეხბურთელზე თვალზე ცრემლმომდგარმა ისაუბრა.
„ის განსაკუთრებული ადამიანია ყველა ჩვენთაგანისთვის. აქ მოსვლის პირველივე დღიდან კუნი ბევრ რამეში დამეხმარა. აგუერო ჩვენი გუნდისთვის შეუცვლელია“ – ამბობს გვარდიოლა.
კუნ აგუერო „მანჩესტერ სიტის“ რიგებში 2011 წლიდან თამაშობდა და ამ ხნის მანძილზე პრემიერლიგა 5-ჯერ მოიგო.








