„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ლიგის თასის ფინალშე ზედიზედ მეოთხედ გავიდა, სადაც ტიტულისთვის ლონდონის „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება.
„ქალაქელებმა“ ნახევარფინალში, მოსისხლე მტერი „მანჩესტერ იუნაიტედი“ ოლდ ტრაფორდზე 2:0 დაამარცხეს და თავისთავად არც ჟოზე მოურინიუს გაწრთვნილ „ტოტენჰემთან“ აპირებენ ყურების ჩამოყრას.
კმაყოფილია „სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლაც:
„როდესაც მოედანზე დიდი შემართებით გავდივართ, მაშინ რაღაც ფანტასტიურ შედეგს ვდებთ. რა თქმა უნდა, ვიცი რომ ინგლისის თასი ჩემპიონთა ლიგა არ არის, მაგრამ ზედიზედ 4-ჯერ ფინალში გასვლა მაინც წარმოუდგენელ მიღწევად მეჩვენება.
ახლა სტაბილურობა უნდა შევნარჩუნოთ. ჩვენ არ გვქონდა ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი და ამიტომაც სეზონის სტარტი მძიმედ დავიწყეთ.
„ტოტენჰემი“ ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თუმცა ფინალისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნებით“ – აღნიშნა ხოსეპ გვარდიოლამ.





