გიორგი წიტაიშვილმა Geo Team-თან ინტერვიუში, საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.
“საქართველოს ნაკრებში თამაში ძალიან გამიხარდა, ეს ჩემი ოცნება იყო. შვედეთან შეხვედრაში საუკეთესო ატმოსფერო ვნახე და დავრწმუნდი, რომ ქართველებსაც შეუძლიათ მაღალ დონეზე გულშემატკივრობა. მომეწონა, რომ ქვეყანაში ფეხბურთი ყველას ესმის. როდესაც მოედანზე ყველაფერ კარგს ვაკეთებთ, ფანები ფეხზე დგებიან, ტაშს გვიკრავენ და გვაფასებენ. მინდა, დინამო არენაზეც ვითამაშო, მსურს ვნახო როგორია იქ”, – განაცხადა წიტაიშვილმა.
ცნობისთვის, ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.








