რუსეთ-უკრაინას შორის ომი მიმდინარეობს. ქალაქ ოდესაში რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი წიტაიშვილი იმყოფებოდა.
21 წლის ნახევარმცველის დედამ, ლელა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ გიორგი უკრაინაში აღარ იმყოფება:
“დიდება უფალს გიორგი სამშვიდობოს არის! მადლობა ყველას ყურადღებისთვის, ამ მძიმე წუთებში ჩვენი გვერდში დგომისთვის! ძალიან ვწუხვარ და განვიცდი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, იქ დარჩენილ ნათესავებს,მეგობრებს, ახლობლებს გამძლეობას ვუსურვებ, გამძლეობას და სულიერ სიმტკიცეს ვუსურვებ უკრაინელ ხალხს! დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას! Слава Україні!
Героям слава!” – განაცხადა ლელა კვარაცხელიამ.
ცნობისთვის, Geo Team-ის გავრცელებული ინფრომაციით გიორგი წიტაიშვილს, საქართველოში ჩასასვლელად მოლდოვა, რუმინეთი, თურქეთი, თბილისის რეისის გავლა მოუწევს.