საქართველოს ნაკრების 27 წლის ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია “აპოლონის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მძიმე ტრავმას გადარჩა და მოედანს მალე დაუბრუნდება.
კვიპროსული მედია ქართველი ფეხბურთელის ტრავმის სიმძიმის შესახებ წერს:
“უფრო გამამხნევებელია გზავნილებია ქვილითაიას ტრავმის შესახებ, რომელმაც ასევე დატოვა წუხელ დერბი. გიორგი თავს უკეთესად გრძნობს და ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ მას “პაეეკთან” თამაშის შანსი აქვს.” – წერს კვიპროსული Goal.com.cy
შეგახსნებთ, რომ 27 წლის ქვილითაია “აპოელის” ვიცე-კაპიტანია, გიორგი კვიპორსულ გუნდში თორნიკე ოქრიაშვილთან და ბუბა დაუშვილთან ერთად თამაშობს.





