საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე, რომელზეც გულშემატკივარი დიდ იმედებს ამყარებს, მომავალი სეზონიდან საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს.
როგორც ჩანს, ახალგაზრდა ნიჭიერი შემტევის არა მხოლოდ ქართველ ქომაგს, არამედ ფრანგული „მეცის“ მწვრთნელ-ხემლძღვანელებსაც ეიმედებათ და ამიტომაც მიქაუტაძეს უკან უხმობენ.
ალბათ შეხსენება საჭირო არ უნდა იყოს, რომ გიორგი მიქაუტაძე ამჟამად ბელგიურ „სერენსშია“ განათხოვრებული, სადაც გოლი-გოლზე გააქვს. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე ბელგიის მეორე დივიზიონში უკვე 19 გატანილი გოლია.
„ის ძალზედ მოძრავი თავდამსხმელია. მისი სტილის ფორვარდი კი ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. მიქაუტაძე სეზონის ბოლოს ანუ ზაფხულში მეცში დაბრუნდება და შანსსაც აუცილებლად მიიღებს“ – ამბობს „მეცის“ თავკაცი ფრედერიკ ანტონეტი.
ლიგა 1-ში „მეცი“ ამჟამად მე-10 ადგილზეა და დაქვეითება არ ემუქრება. გიორგი მიქაუტაძეს კი ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.





