სერენის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ტრავმა საქართველოს ნაკრების მატჩში მიიღო და ჯვაროსნებს ნაადრევად გამოაკლდა, ამჟამად მწყობრშია და ბელგიურ კლუბში მომავალი მატჩისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
20 წლის ფორვადრმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საბერძნეთთან ბათუმში სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა, 59-ე წუთი ითამაშა, შემდეგ კი თორნიკე ოქრიაშვილმა შეცვალა.
საბერძნეთთან მატჩის შედეგზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიქაუტაძემ ამ თამაშში ტრავმა მიიღო და ნაკრებს სტუმრად კოსოვოსთან ვერ დაეხმარებოდა.
მიმდინარე სეზონში ქართველმა ფორვარდმა ჟუპილერ ლიგის 4 მატჩში ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. ზულტე ვარეგემთან შესრულებული ჰეთ თრიკით გიორგი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც დასახელდა.
“სერენი” 16 ოქტომბერს ჟუპილერ ლიგის მე-11 ტურში, სტუმრად როიალ “უნიონს” შეხვდება.





