“სერენის” ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-10 ტურში ზულტე “ვარეგემთან” ჰეთთრიკი შეასრულა.
მიქაუტაძემ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და იხუმრა კიდეც, რომ მეტის გატანა შეეძლო, მაგრამ გოლები მომდევნო მატჩებისთვის შეინახა.
“ძალიან ბედნიერები ვართ, რადგანაც ყველამ შესანიშნავად ითამაშა. ვიცი, რომ შემეძლო ერთი-ორი გოლით მეტის გატანა, მაგრამ მომდევნო მატჩებისთვის შემოვინახე. სანაკრებო პაუზის შემდეგ დავბრუნდებით და ყურადღებას უნიონთან მატჩზე გავამახვილებთ”, – თქვა მიქაუტაძემ.
გიორგი მიქაუტაძეს ბელგიის “სერენში” დაბრუნების შემდეგ 5 შეხვედრაში 7 გოლი აქვს.
“სერენი” 12 ქულით მე-13 ადგილზეა და მომდევნო ტურში 16 ოქტომბერს, როიალ “უნიონს” სტუმრად შეხვდება.





