გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიამ” “მესტალიაზე” იტალიურ “მილანს” უმასპინძლა და ტროფეო ნარანხა იტალიურ გრანდთან ითამაშა. ეს არის ჯილდო, რომელიც ვალენსიას დაფუძნებულია და ყოველი სეზონის წინ სხვადასხვა გუნდების წინააღმდეგ მისთვის თამაშობს.
ქართველმა მეკარემ 90 წუთი ითამაშა და მას 5 “სეივი” ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ გიომ კარი მშრალად შეინახა. განსაკუთრებით ეფექტური სეივი მამარდაშვილმა მე-60 წუთზე შეასრულა, როცა ბრაიმ დიასი ზუსტად 11 მეტრიდან ურტყამდა, მეკარის მოძრაობის საწინააღმდეგოდ, მაგრამ “ვალენსიელთა” ქართველმა მეკარემ საოცარი რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
საბოლოოდ, თამაში 0:0 დასრულდა და ნარანხას თასის მფლობელის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა.
მამარდაშვილმა 4-დან ვერცერთი პენალტი მოიგერია. საბოლოოდ ესპანელებმა ყველა პენალტი ზუსტად შეასრულეს და მატჩი 5:3 მოიგეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას 1-წლიანი იჯარით შეუერთდა. ხოსე ბორდალასმა 20 წლის ქართველ გოლკიპერს თავის გამოჩენის შანსი ბერძნულ “ატრომიტოსთან”, “კარტახენასთან”, “ლევანტესთან” და “მილანთან” მისცა.





