გიორგი არაბიძე, შესაძლოა კვლავ “ნასიონალში” დაბრუნდეს, რადგან პორტუგალიურმა კლუბმა მასში 400 ათასი ევრო მოითხოვა და “ტორპედოში” იჯარით არ უშვებენ.
ცხადია, არაბიძე არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა და ჯერჯერობით მის სასიკეთოდ არაფერი იცვლება. გიორგის “ნასიონალთან” კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.
არაბიძემ, ეროვნული ლიგის გასულ სეზონში “სამტრედიის” შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.





