საქართველოს ნაკრების 26 წლის შუახაზელმა გიორგი აბურჯანიამ პორტუგალიაში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. პორტუგალიის ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩში “ჟილ ვისენტესა” და “ბელენენსეშის” მატჩი, ფრედ 1:1 მორჩა.
ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 86-ე წუთზე კანია ფუჯიმოტოს ნაცვლად შევიდა, იმ დროისთვის მისი კლუბი 1:0 მარცხდებოდა. შემოსვლიდან 4 წუთში გიორგიმ თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.
ქართველ ფეხბურთელს “ჟილ ვისენტეში” დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა და შესაძლოა მისი დღევანდელი წარმატებული თამაში მის პორტუგალიურ კარიერაში გარდამტეხი იყოს.
აბურჯანიას გუნდი მომდევნო მატჩს 25 სექტემბერს შინ “პორტუს” წინააღმდეგ გამართავს.





