საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბათუმში საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და მათ შორის გიორგი აბურჯანიას შესახებაც ისაუბრა:
“გასაგებია, რომ კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მარტიდან მოყოლებული, ნაკრებში საკმაოდ სტაბილურად თამაშობდა და ნდობას იმსახურებდა. თუმცა, ნელ-ნელა კლუბში სათამაშო პრაქტიკა უნდა მიიღოს, ისევე, როგორც გურამ გიორბელიძემ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუჭირდებათ მაღალ დონეზე თამაში და შესაბამისად – მე ნაკრებში მათი გამოძახება“, – თქვა სანიოლმა.





