საქართველოს ნაკრებისა და “ჟილ ვისენტეს” 26 წლის ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ “ფერეირას” წინააღმდეგ ასისტი მიითვალა.
ქართველმა ფეხბურთელმა თამაში სათადარიგოთა სკაზმე დაიწყო, აბურჯანია მოედანზე შეხვედრის 90-ე წუთზე შემოიყვანეს, 26 წლის ნახევარმცველმა შემოსვლიდან 6 წუთში საგოლე გადაცემა შეასრულა და თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი იქონია.
აბურჯანიასთვის შედეგიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც პორტუგალიური გუნდის მთავარი მწვრთნელი მას დიდ ნდობას არ უცხადებს.
26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა პორტუგალიის ჩემპიონატში 9 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.
“ჟილ ვისენტე” პორტუგალიის ჩემპიონატში 14 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება.





