საქართველოს ნაკრებისა და “ჟილ ვისენტეს” 27 წლის ფეხბურთელმა გიორგი აბურჯანიამ “ბენფიკას” გაუტანა. პორტუგალიის ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრაში “ბეფიკამ” შინ “ჟილ ვისენტე” მიიღო და მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა.
შეხვედრის 64-ე წუთზე გიორგიმ თავური დარტყმით გოლი გაიტანა და თავის გუნდს გმირად მოევლინა. საბოლოო ჯამში, რიკარდო სოარეშის გუნდმა აბურჯანიას გოლით მოიგო.
27 წლის ქართველ ფეხბურთელს პორტუგალიური გუნდის მთავარი მწვრთნელი მიმდინარე სეზონში დიდ სათამაშო დროს არ აძლევს, თუმცა “ბენფიკასთნ” გატანილი გოლის შემდეგ გიორგის შანსები მკვეთრად გაიზრდება.
”ჟილ ვისენტე” 20 ტურის შემდეგ 33 ქულით პორტუგალიის ლიგის მე-5 ადგილზე იმყოფება.
გიორგი აბურჯანიამ პორტუგალიის ლიგაში “ჟილ ვისენტეს” მაისურით ჩატარებულ 15 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.





