“ჟილ ვისენტე” სადაც, საქართველოს ნაკრების 26 წლის შუახაზელი გიორგი აბურჯანია ასპარეზობს პორტუგალიის თასის 1/16 ფინალში “ლეჩეს” ესტუმრება.
“ჟილ ვისენტეს” მთავარმა მწვრთნელმა რიკარდუ სუარეშმა გიორგი აბურჯანიას შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა:
“ჩვენ მას ვენდობით, ის არის ფეხბურთელი რომელსაც აქვს მაღალი სათამაშო კლასი. ნაკრებში ხშირი გამოძახება პრობლემას წარმოადგენს, რადგან ის ბევრ ვარჯიშს აცდენს.
სხვა მხრივ ის შესანიშნავად მუშაობს და ახლა უკვე იცის, თუ რა მოლოდინები აქვს გუნდს მისგან, მაგრამ აშკარაა, რომ ნაკრებში გამოძახება მას ძალიან დიდ ზიანს აყენებს.
15 დღე გვქონდა თამაშისთვის მოსამზადებლად, ის კი გუნდში არ იყო, შესაბამისად ჩვენ იძულებულები ვართ მას აღდგენითი ვარჯიშები ჩავუტაროთ.
ასევე, გუნდში საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს, რომელთანაც გიორგის კონკურენცია მოუწევს. სწორედ ეს ფაქტორი და ნაკრებში გამოძახება მისთვის საზიანოა” – განაცხადა რიკარდუ სუარეშმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი აბურჯანია “ჟილ ვისენტეს” ზაფხულში შეუერთდა, მას შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა პორტუგალიური კლუბის მაისურით 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა.





