გია ცეცაძემ “სამტრედია” დატოვა და იმერული კლუბი მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. ვინ გაუძღვება “სამტრედიას” 24 ოქტომბერს გასამართ საშინაო შეხვედრაში “დინამო ბათუმთან” ჯერჯერობით უცნობია.
“გია ცეცაძემ სამტრედია დატოვა. კლუბი მადლობას უხდის მას და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში!”, – ნათქვამია სამტრედიას განცხადებაში.
იმერულმა კლუბმა ეროვნულ ლიგაში გასულ 30 ტურში 17 ქულა დააგროვა, ცხრილში ბოლო ადგილზეა და ეროვნულ ლიგა 2-ში მთავარი კანდიდატია.





