კურიოზული ამბავი მოხდა სტამბოლში. სუპერლიგის მორიგ ტურში, „ბაშაქშეჰირმა“ „სივასპორი“ მიიღო და მატჩიც ფრედ – 1:1 დასრულდა.
ქართველი გულშემატკივრისთვის ეს მატჩი შესაძლოა დიდად საინტერესო არ იყოს და არც ჩვენ მივაქცევდით ყურადღებას რომ არ ერთი ფრიად უჩვეულო გარემობა.
ფეხბურთი უამინდობაში არავის უკვირს, თავსხმა წვიმაში, ტყლაპოსა და თოვლშიც ხშირად უგორებიათ ბურთი. ბურუსიც ჩამოწოლილა სტადიონზე, თუმცა მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი ყოფილიყო ალბათ ძნელად თუ გაახსენდება ვინმეს. კი, ერთი-ორჯერ მსგავს ფაქტსაც ჰქონდა ადგილი, თუმცა იქ მართლა 11 კაცი გავიდა მოედანზე და მაშინ იმ ფაქტს პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა.
სტამბოლში კი მოედანზე ნამდვილად 22 ფეხბურთელი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში მაყურებელი მხოლოდ მათ განახევრებულ რაოდენობას ხედავდა. „სივასპორის“ ფეხბურთელები თითქოს გაუჩინარდნენ.
საქმე იმაშია, რომ „სივასპორის“ გუნდი სტადიონზე სრულიად თეთრ ფორმაში გამოწყობილი გავიდა. მატჩის მეოცე წუთზე კი ისეთი ბარდნა დაიწყო, ტაიმის მიწურულს მთელი გაზონი თოვლით იყო დაფარული. მოედანზე კი მხოლოდ მასპინძლები ჩანდნენ, რომლებსაც ფერადი ფორმა ეცვათ.





