კონფერენცლიგის საკვალიფიკაციო ეაპის მატჩში დინამო “ბათუმმა” შინ თურქული “სივასპორი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა
პირველი ტაიმი ქართული გუნდის უპირატესობით წარიმართა, თუმცა აჭარლებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
მეორე ტაიმში გია გეგუჩაძის გუნდმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და მატჩის 54-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა ანგარიში გახნსა. თურქული გუნდი ანგარიშს არ შეეგუა და მატჩის 75-ე წუთზე ლეკე ჯეიმსმა ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის 95-ე წუთზე ოლარევანჯუ კაიოდემ რიზა კალიმბაის გუნდი დააწინაურა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
შეგახნსებთ, რომ დინამო “ბათუმისა” და თურქული “სივასპორის” საპასუხო მატჩი 12 აგვისტოს გაიმართება.





