ეროვნული ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში ბათუმის “დინამომ” შინ თბილისის “საბურთალო” მიიღო. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
მატჩის 26-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ ანგარიში გახსნა. შეხვედრის 37-ე წუთზე კი ჯოვინო ფლამარიონმა წონასწორობა აღადგინა.
შეხვედრის 65-ე წუთზე ირაკლი სიხაურლიძის პასის შემდეგ შოთა ნონიკაშვილმა გაიტანა. გია გეგუჩაძის გუნდმა მტკიცე ხასიათი გამოავლინა, შეხვედრის 76-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.
ლევან კორღალიძის გუნდი და ბათუმის “დინამო” 7-7 ქულით პირველ პოზიციას ინაწილებენ.
გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას თბილისის “ლოკომოტივის” წინააღმდეგ გამართავს, “საბურთალო” კი თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს.








