ეროვნული ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში ბათუმის “დინამო” გორის “დილას” ესტუმრა და მინიმალური სხვაობით 2:1 დამარცხდა.
მატჩის პირველი ნახევარი თანაბრად წარიმართა, გუნდებმა რამდენიმე მომენტის გამოყენება ვერ შეძლეს. ტაიმის მიწურულს ცოტნე მოსიაშვილი დაშავდა, რომელიც მალევე საავაადმყოფოში გადაიყვანეს.
შეხვედრის 53-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილმა ანგარიში გახსნა. მატჩის 67-ე წუთზე ონორე გომისმა ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის მიწურულს თამაზ მაქაცარიამ გორულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა.
გია გეგუჩაძის გუნდი და გორის “დილა” 3 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილს “თელავთან” ერთად ინაწილებენ.
ბათუმის “დინამო” მომდევნო შეხვედრას “საბურთალოს” წინააღმდეგ გამართავს, ანდრეი დემჩენკოს გუნდი კი თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს.








