PrimeSport.ge გთავაზობთ NBA-ს გასული სათამაშო დღის ყველა მიმოხილვას ერთ სივრცეში.
სან ანტონიო სპურსი 105:100 გოლდენ სტეიტ უორიორსი
ტექსასელებმა მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს. გამორჩეული მატჩი ჰქონდა დეჟანტე მარის, რომელმაც 27 ქულასთან და 10 მოხსნასთან ერთად, კარიერაში საუკეთესო 8!!! ჩაჭრაც დააგროვა.
სან ფრანცისკოელთა შემადგენლობაში გამორჩეული ტრადიციულად სტეფ კარი იყო, თუმცა მხოლოდ მისი აქტიურობა მატჩის მოსაგებად საკმარისი არ გამოდგა.
ტორონტო რეპტორსი 128:113 მემფის გრიზლისი
პასკალ სიაკამის (32 ქულა), ფრედ ვანვლიტის (32 ქულა) და ნორმან პაუელის (29 ქულა), კომბინირებული 93 ქულით, რეპტორსმა ჯა მორენტს და მის მეგობრებს არანაირი შანსი დაუტოვეს.
სამწუხაროდ მატჩის ნაადრევად დატოვება მოუწია კანადელთა ლიდერ კაილ ლოურის, რომელმაც 8 წუთში 4 ქულის მოპოვება მოახერხა.
მინესოტა ტიმბერვულვსი 122:127 დალას მავერიქსი
კრისტაპს პორზინგისის და ლუკა დონჩიჩის დალასმა, საკუთარ კედლებში საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
მინესოტას დიდი ხანია ლიდერი კარლ-ენტონი თაუნსი ვერ ეხმარება, მას ამ მატჩში მეგობარი დ’ანჯელო რასელიც შეუერთდა.
კლივლენდ კავალიერსი 113:119 ფინიქს სანსი
კრის პოლის გარეშე მოთამაშე ფინიქსს დევინ ბუკერმა ულიდერა, რომელმაც გუნდს 38 ქულა შესძინა. ტრადიციულად სტაბილური იყო დეანდრე ეიტონი, რომელმაც მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა.
ვაშინგტონ ვიზარდსი 105:101 ჩიკაგო ბულსი
როგორც იქნა ვიზარდსმაც მოიგო. დედაქალაქური გუნდი რასელ ვესტბრუკის დამარების მიუხედავად საშინლად გამოიყურება, ხოლო ბრედლი ბილი ბევრს ცდილობს.
ამ მატჩში მისმა მონდომებამ შედეგი გამოიღო, გუნდს 35 ქულით შეეწია და მატჩი მოაგებინა. თუმცა ვიზარდსი ღრმა აუტსაიდერად რჩება.
მილუოკი ბაქსი 125:112 დენვერ ნაგეთსი
ვისკონსინელთა ლიდერების, იანისის და მიდლტონის კარგი თამაშის წყალობით, ბაქსმა საკმაოდ მრისხანე ნაგეთსი ადვილად 13 ქულით დაამარცხა.
ოკლაჰომა სიტი თანდერი 119:112 ლოს ანჯელეს ლეიკერსი
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, თუმცა ეს ლეიკერსს გამარჯვებისთვის არ ეყო. „მეფის“ სამმაგი ახალგაზრდა ოკლაჰომელებმა არაფრად ჩააგდეს და გამარჯვება მოიპოვეს.








