ლოს ანჯელეს ლეიკერსის სუპერვარსკვლავი ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი StatMuse-ის სტატისტიკურ მონაცემს გამოეხმაურა, სადაც ნაჩვენებია, რომ ის ზედიზედ მე-17 რეგულარულ სეზონში, საშუალოდ თითო თამაშში 25+ ქულას აგროვებს.
„19 წლიდან ამდენ ქულას ვიღებდი, მაგრამ მე ყოველთვის შედეგიან გადაცემეზე ვიყავი ორიენტირებული. ამიტომ, მე არასდროს მიხსენებენ ბომბარდირებში, არა? ეს დიდი მიზეზია, დაე ასე დარჩეს”, – დაწერა ლებრონმა სოციალურ ქსელში.





