ლოს ანჯელეს “ლეიკერსის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
არ შემიძლია მხოლოდ საკუთარ თავზე ვილაპარაკო. თითოეულს აქვს უფლება, მოიქცეს ისე, როგორც თავისთვის და თავისი ოჯახისთვის საჭიროდ მიიჩნევს. ადრე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი ვაქცინას, მაგრამ შევისწავლე საკითხი და მივხვდი, რომ ეს საჭირო არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი ოჯახისთვის და მეგობრებისთვისაც იყო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ავცრილიყავი. ყველაფერს, რასაც ვამბობ, ვამბობ ჩემზე და ჩემს ოჯახზე. არ ვსაუბრობ სხვა ადამიანებზე და არ მივუთითებ, რა უნდა გააკეთონ მათ”, – ამბობს ლებრონი.
NBA-ს 2021/22 წლების სეზონი სტარტს 20 ოქტომბგერს აიღებს. ლოს ანჯელეს “ლეიკერსი” სეზონის პირველ შეხვედრას “გოლდენ სტეიტის” წინააღმდეგ ჩაატარებს.





