ახლო წარსულში, ქალთა შორის მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი ეჟენი ბუშარი თავის უამრავ თაყვანისმცემლებს არ აწყენს და ინსტაგრამის გვერდზე ნაირ-ნაირ ფოტოსურათებს აქვეყნებს.
კანადელი ლამაზმანი ამჟამად ლოს-ანჟელესშია და იქაურობით ტკბება. ეჟენი ბუშარმა სასტუმრო „ბევერლი ჰილსიდან“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც პოპულარული ბრენდის „Prada“-ს ტანისამოსი აცვია და შემდეგი წარწერა გაუკეთა – „არასოდეს ვივარცხნი თმებს“.

სურათს მალევე გამოეხმაურა აწ უკვე ყოფილი გერმანელი ჩოგბურთელი ანდრეა პეტკოვიჩი და შემდეგი კომენტარი გაუკათა – „ჟენი, პრადას უყვარხარ“, ხოლო კიდევ ერთმა კოლეგამ, ამერიკელმა მეჩოგნემ გრეის მინმა მიწერა – „მირანდა პრისტლი შენით იამაყებდა“.
ვინც არ იცით, გეტყვით, რომ მირანდა პრისტლი საქვეყნოდ ცნობილი და პოპულარული ფილმის -„ეშმაკს აცვია პრადა“ მთავარი მოქმედი გმირია.








