ის ერთ დროს და არც ისე შორეულ წარსულში მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი იყო, ახლა კი რეიტინგში 144-ე ნომერია. ეს ყველაფერი კი თავის თავს უნდა დააბრალოს. ბოლო პერიოდში ჩოგნის ქნევაზე მეტად სხვა პრიორიტეტები გაუჩნდა და აქტიურ სპორტს ზერელედ უყურებდა.
ახლა კი როგორც ჩანს შეხედულებები ისევ შეეცვალა და ჩოგბურთისთვის მოიცალა. ყოველშემთხვევაში მექსიკაში, კერძოდ კი გვადალახარაში მიმდინარე პრესტიჟულ ტურნირზე ფინალში გავიდა და იქ ესპანელ სარა სორიბეს-ტორმოს დაუპირისპირდება.
ეჟენი ბუშარზე მოგახსენებთ. 27 წლის კანადელი ლამაზმანი 2016 წლის შემდეგ WTA-ს ტურნირის ფინალში პირველად გავიდა, რაც მისთვის კარიერაში მერვეა, ხოლო ტიტული ერთხელ აქვს მოგებული.
იმედია, ეჟენი ბუშარისთვის ეს დიდი სტიმული იქნება, რათა ჩოგბურთში ყოფნა ისევ საფუძვლიანად განაგრძოს.








