მოახლოვდა სანაკრებო პაუზაც. მარტის ბოლოს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იღებს სტარტს. ევროპასა და სხვა კონტინენტზებზე არაერთი დაპირისპირება გაიმართება.
შესაბამისად შესვენება გამოცხადდება სხვადასხვა ეროვნულ ჩემპიონატებში, რადგან გუნდებს ფეხბურთელების თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში გაშვება მოუწევთ.
„მანჩესტერ სიტიში“ რომ არაერთი ფეხბურთელი ირიცხება, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის ნაკრებს წარმოადგენს თქმა არ უნდა. ჰოდა, „ქალაქელთა“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მათი გაშვების სასტიკი წინააღმდეგია. მიზეზი კი შემდეგში მდგომარეობს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის რეგულაციებით, სხვა ქვეყნიდან შემოსულ ნებიესმიერ მოქალაქეს 10 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს. ეს წესი თავისთავად მოქმედებს ფეხბურთელებზეც.
„ეს სრული აბსურდია. ფეხბურთელები უნდა გავუშვათ, შემდეგ კი კარანტინში ჩასხდნენ და ვარჯიშები გააცდინონ. სანაკრებო მატჩების შემდეგ ჩემი გუნდის არაერთი მნიშვნელოვანი ფიგურა პრემიერლიგის მინიმუმ ორ ტურში ვერ დაგვეხმარება, რადგან ინგლისის მთავრობის გადაწყვეტილებით მათ 10 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.
თუ ფეხბურთელებს ექნებათ შესაძლებლობა წავიდნენ, თავიანთი ქვეყნის წინაშე ვალი მოიხადონ და დაბრუნების შემდეგ გუნდთან ერთად იყვნენ და არა კარანტინში მაშინ გასაგებია, წინააღმდეგ შემთხვევაში აბსოლუტური უაზრობაა. ჩვენ სეზონის მანძილზე დიდ ძალისხმევას და ფინანსებს ვიღებთ და რა გამოდის? 7-8 ფეხბურთელი კარანტინში ყოფნის გამო რამდენიმე მატჩში ვერ ითამაშებს“ – ამბობს პეპ გვარდიოლა.








