ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში რთული მატჩის გადატანა მოუხდა „მანჩესტერ სიტის“. პეპ გვარდიოლას შეგირდები საერთოდ ვერ მოგებასთანაც ახლოს იყვნენ. რომ არა ფილ ფოდენის 90-ე წუთზე გატანილი გოლი, მატჩი ფრედ 1:1 სრულდებოდა.
„ქალაქელთაგან“ ანგარიში მე-19 წუთზე დე ბრუინმა გახსნა, ხოლო დორტმუნდელთაგან 84-ზე მარკო როისმა გაათანაბრა. სტუმრად გატანილ გოლს პლეიოფში დიდი დატვირთვა აქვს და 1:2 ის ანგარიშია, რომელიც განმეორებით მატჩს სერიოზულ ინტრიგას სძენს.
გერმანული გუნდის მთავარი მწვრთნელი ედინ ტერზიჩი მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ოდნავ ნირწამხდარი ჩანდა.
„მალე განმეორებითი მატჩი გველის და სიტის ისევ ვეთამაშებით. ასე რომ, ჯერ მხოლოდ პირველი ტაიმი დასრულდა.
მართალია, დღეს წავაგეთ, მაგრამ ჯერ არ დავნებებულვართ. მაქსიმუმს გავიღებთ, რათა მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.
მატჩის შემდეგ პეპ გვარდიოლამ შემაქო. მესიამოვნა, მაგრამ არავის ეგონოს რომ მეტოქეს დორტმუნდში მარტივი გასეირნება ელის.
ვიცოდით, რომ ბურთის ფლობაში მოწინააღმდეგეს უპირატესობა ექნებოდა. ვფიქრობ, საერთო ჯამში თანაბარი მატჩი იყო და წაგებას არ ვიმსახურებდით. ამიტომ, არ დავმალავ და იმედგაცრუებული ვარ“ – აღნიშნა დორტმუნდელთა ახალგაზრდა თავკაცმა.





