ბრაზილიის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელმა ედერსონ მორაეშმა “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2026 წლამდე გაფორმდა. ინფორმაცია ინგლისურმა კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
გამოცდილი მეკარე ქალაქელებს 2017 წელს “ბენფიკადან” შეუერთდა.
ბრაზილიელმა კარის დარაჯმა კლუბთან ერთად 3 პრემიერ ლიგა, FA CUP, 4 ინგლისის ლიგის თასი და 2 ინგლისის სუპერთასი მოიგო.
@edersonmoraes93 pic.twitter.com/giECOHDVvg
— Manchester City (@ManCity) September 1, 2021





