33 წლის ბოსნიელი მეკარე, დინო ჰამზიჩი კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს. ინფორმაციას იმერული კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გამოცდილი მეკარე გია ცეცაძის გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდება.
იმერულმა კლუბმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა. დინო ჰამზიჩის გარდა ქუთაისურ გუნდს გიორგი პაპუნაშვილი, ირაკლი ბუღრიძე, გიორგი ქიმაძე, გიული მანჯგალაძე, გიორგი კუხიანიძე, ლაშა შერგელაშვილი და აკაკი შულაია შეუერთდნენ.
დინო ჰამზიჩი ქუთაისის “ტორპედოში” 2021 წელსაც გამოდიოდა. გამოცდილმა მეკარემ იმერული გუნდის მაისურით 20 შეხვედრა ჩაატარა.
33 წლის ფეხბურთელს სხვადასხვა დროს საჩხერის “ჩიხურაში”, “ვიძევ ლოძსა” და “ოლიმპიკ სარიევოში” უთამაშია.








