საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნში მნიშვნელოვანი მატებაა. თბილისის „დინამოში“ ჰოლანდიელი ფეხბურთელი ფაბიან სპორკსლენდი ითამაშებს.
27 წლის ლეგიონერი ამპლუით მარჯვენა ფლანგელია და ის „აიაქსის“ აღზრდილია. ამსტერდამული გუნდის აკადემია კი მსოფლიოში სახელგანთქმულია.
ფაბიან სპოსრკლენდმა პროფესიონალური კარიერაც „აიაქსში“ დაიწყო, შემდეგ კი მცირე ხნით ჰოლანდიურ „ვილემ II“-სა და „ლუპა კასტელიში“ დაჰყო, საიდანაც ბურთის გორება „ბრედაში“ და „ვალვაიკში“ გააგრძელა.
ფაბიან ფორსკლენდმა თბილისის „დინამოსთან“ 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
საქართველოს ჩემპიონმა მომავალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო. გუნდმა, ახალი მწვრთნელის გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით პირველი ვარჯიში 5 იანვარს გამართა.





