თბილისის „დინამოს“ რომ კახა ცხადაძის სახით ახალი მწვრთნელი ჰყავს ძველი ამბავია. გამოცდილი სპეციალისტი ქართული ფეხბურთის ფლაგმანში მუშაობას უკვე შეუდგა და პირველი ვარჯიშიც გამართა.
კახა ცხადაძემ, დღეს გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას ჯანო ანანიძის შესახებ ისაუბრა, რომელიც „დინამოში“ კი ჩაირიცხა, თუმცა მალევე ისევ ტრავმა მიიღო და საოპერაციოა.
„ჯანო ანანიძე ბრწყინვალე პიროვნებაა. სამომავლოდ მისი დიდი იმედი გვაქვს. ორიოდ დღეში ის ოპერაციას გაიკეთებს და მალე გევცოდინება თუ როდის დაუბრუნდება მოედანს.
ის ფანტასტიკური ფეხბურთელია. უკვე ვესაუბრე და იცის, რომ ვენდობი. იმედია მალე დაგვეხმარება. ჯანო არაჩვეულებრივი ფეხბურთელია. მთავარია ჯანმრთელობამ არ დააღალატოს და ხელი შეუწყოს“ – აღნიშნა კახა ცხადაძემ.



