ჯანო ანანიძე ახალი სეზონისთვის ბათუმის “დინამოსთან” ერთად თურქულ შეკრებაზე ემზადება.
ბათუმის “დინამომ” ყველა სასურველ ფეხბურთელთან გააფორმა კონტრაქტი, თუმცა ჯანო ანანიძეს ხელშეკრულება არ გაოფიციალურებულა. როგორც ცნობილი გახდა, ჯანოს სურვილია, რომ დარწმუნდეს მისი მუხლები გაუძლებს, თუ არა დატვირთვებს და ტრავმა კვლავ არ შეაწუხებს.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფეხბურთელმა თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში გასულ სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი ითამაშა და შემდეგ თბილისურმა კლუბმა ჯანო ტრავმიანობის გამო დაითხოვა.





