პოპულარულ რუსულ სპორტულ საიტზე championat-ზე დიმიტრი ზიმინი გამოთქვამს ვარაუდს, რომ 20 წლის ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში უკვე ვეღარ პროგრესირებს.
“ყოველთვის ძნელია კონფორტული პირობებიდან წასასვლელად იდეალური მომენტის შერჩევა. ხვიჩა ნამდვილად სიამოვნებას იღებს სლუცკის რუბინში, ის მთავარი ვარსკვლავი და ამავდროულად, მთავარი იმედია. მაგრამ მას არავინ გაამტყუნებს ჯანსაღი ეგოიზმისა და ბუნებრივი სურვილისთვის, ითამაშოს ახალ დონეზე.
დღეს ევროპული ტოპკლუბებისთვის 20 წლის ქართველი ყველაზე ღირებული ფეხბურთელია რუსეთის პრემიერლიგაში. მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა 10 კლუბი დაასახელა, რომლებსაც ხვიჩა აინტერესებთ, ტოტენჰემიდან იუვენტუსამდე. მხოლოდ სასწაულს, ან მძიმე ტრავმას შეუძლია, ხვიჩას ამ შემდგომით მაგარ ლიგაში გადასვლაში ხელი შეუშალოს.
ამჟამინდელი რუბინი გლობალურად ვერაფერს მისცემს კვარაცხელიას. პირობითად, ვერც ზენიტი მისცემდა რამეს. ყველა საუბარი რუსული კლუბების ევროპულ დონეზე, სრული აბსურდია. რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელების გვერდით ქართველი კარგა ხანია ვეღარ ვითარდება. მას შეუძლია ისევ გააგრძელოს მცველების გამასხარავება, მაგრამ თუკი არსად წავა, ნელ-ნელა დაეწყება დეგრადაცია, რაც განუსაზღვრელი შესაძლებლობების მქონე მოთამაშეებისთვის დამახასიათებელია.
სწორედ ამის გამო, ახალგაზრდა ტალანტმა ახლავე უნდა დატოვოს რუსეთი. მას სასწრაფოდ სჭირდება ტოპლიგა. რუსეთის პრემიერლიგაში ის უკვე ვეღარ ვითარდება და მნიშვნელოვანია, რომ ამას რუბინი კარგად ხვდება და მხარს უჭერს ფეხბურთელს.
ხვიჩასთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, წავიდეს მწვრთნელთან, რომელიც მის შესაძლებლობებს თავიდანვე ირწმუნებს და სათამაშო დროს მისცემს. სხვაგვარად, 20 წლის ასაკში შესაძლოა მოეშვას, დაღონდეს და მომენტალურად ჩაქრეს. ამას თავად კვარაცხელიაც ხვდება და ამის გამო ფრთხილობს კლუბის არჩევაზე.
ჯერჯერობით ფეხბურთელზე ყველაზე აშკარა პრეტენდენტი ტოტენჰემია. ამ გუნდში, კალენდრის გათვალისწინებით, ნახევარმცველი ალბათ უმალ აღმოჩნდება ფართო როტაციაში და პირველ სეზონში 15-20 მატჩსაც ჩაატარებს. საკითხავი მხოლოდ ისაა, რამდენად შეეფერება მას ინგლისის პრემიერლიგის სტილი. ზოგი მიიჩნევს, რომ ხვიჩასთვის პირველ ეტაპზე უკეთესი უფრო მშვიდი რიტმი იქნებოდა იტალიის ან ესპანეთის ლიგის.
ვნახოთ, რას აირჩევს ნახევარმცველი. ვარიანტები არის, რაც იმას ნიშნავს, რომ შეცდომების ალბათობა იკლებს”, – წერს დიმიტრი ზიმინი.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ ყაზანის “რუბინის” მაისურით 51 მატჩში ითამაშა, გაიტანა 7 გოლი და მითვალა 13 საგოლე პასი. Transfermarkt კვარაცხელიას 18 მილიონ ევროს აფასებს.








