ანდრეი დემჩენკოს სადებიუტო მატჩი ეროვნულ ლიგაში წარმატებული გამოდგა. შეგახსენებთ, დემჩენკო უკრაინელი მწვრთნელია, რომელიც გორის „დილას“ სათავეში გუნდიდან გიორგი ნემძაძის წასვლის შემდეგ ჩაუდგა.
ისე, ვინც არ იცის ვეტყვით, რომ ანდრეი დემჩენკო თავის დროზე ანუ როდესაც ფეხბურთს თამაშობდა ამსტერდამია „აიაქსმა“ იყიდა, თუმცა ნიდერლანდურ გრანდში დიდად თავი ვეღარ გამოიჩინა.
სამაგიეროდ, გამარჯვებით დაიწყო გორელთა მთავარი მწვრთნელი რანგში. მისმა შეგირდებმა, ეროვნული ლიგის პირველი ტურის დაპირისპირებაში ქობულეთის „შუქურას“, რომელიც უმაღლეს დივიზიონში წლეულს აღზევდა მინიმალური ანგარიშით – 1:0 მოუგეს.
მასპინძელთაგან, თავი პირველ ტაიმში თორნიკე კაპანაძემ გამოიჩინა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ „შუქურა“ მატჩის ბოლო წუთზე კაცნაკლული დარჩა. არბიტრმა ამირან როყვაძე გააძევა.





